суббота, 2 апреля 2011 г.

პროექტის სახელი: ჯეჯილი

პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში, სპეციალურად მომზადებულ ჭურჭელში და სკოლის ეზოში თესავენ ხორბალს. აკვირდებიან მის ზრდა -განვითარებას. იკვლევენ მცირე ნიადაგში მოყვანილ ჯეჯილს და ეზოში მოყვანილ ჯეჯილს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ლანგრებში ათავსებენ შიგ ნიადაგს ,მიმოაბნევენ ხორბალს ფარავენ ზემოდან ნიადაგით. შემდეგ მოსწავლეები ეზოში გამოყოფენ სპეციალურ ადგილს სადაც ასევე დათესავენ ხხორბალს. სისტემატურად აკვირდებიან  მცირე ნიადაგში დათესილ ხორბალს და ეზოში დათესილს, ზომავენ ტემპერატურას აკვირდებიან ნიადაგის ტენიანობას, შეფერილობას. მოსწავლეები აგრეთვე იძიებენ ამ მცენარის როლს კაცობრიობის ისტორიაში, ადგენენ ჯეჯილის სიმბოლურ მნიშვნელობას რელიგიაში, ლიტერატურაში. არკვევენ რომელი ქვეყანა ითვლება ხორბლის სამშობლოდ, ადგენენ ხორბლის სხვადასხვა ჯიშებს, ხორბლის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს.
მოსწავლეები სისტემატურად უღებენ სურათებს აღმოცენებულ ჯეჯილს, ხატავენ , ქარგავენ, ადგენენ მცენარის განვითარების ცხრილებს, დიაგრამებს აკვირდებიან ზრდის ტემპებს,სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე. თავიანთი ნამუშევრებით აკეთებენ გამოფენებს.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება,ჯეჯილის რელიგიური კუთხით განხილვა, ლიტერატურაში -ხელოვნებაში ჯეჯილის ამსახველი მასალების მოპოვება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:

შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთ ექსპერიმენტულ დაკვირვების შედეგებს. შეიქმნება გამოფენები .
მნიშვნელობა/აქტუალობა:
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ მცენარის ზრდა-განვითარებაზე,სხვადასხვა ფაქტორების გავლენაზე,ისწავლიან მცენარეებზე ზრუნვას , გააცნობიერებენ ხორბლის მნიშვნელობას ადამიანისთვის.
საგნებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ  უნარებს სხვადასხვა საგნებში: ბუნებაში-შეისწავლიან მცენარის ზრდა -განვითარებას.გეოგრაფიაში-იმ ადგილების გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავენ სადაც ეს მცენარე ხარობს. ლიტერატურაში-თუ რომელი მწერლისა და პოეტის ნაწარმოებში პოვებს ასახვას ჯეჯილი,ხელოვნებაში-ჯეჯილის, ხორბლის ამსახველი ნახატების გაცნობით, ისტის გამოყენებაში.
მონაწილე კლასები: III, IV, V
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გვიჩიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ifxeli@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий